ისლანდიის პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა და ისლანდიის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ისლანდიის ბიზნესშეხვედრაში, სადაც მათ კერძო სექტორთან ერთად თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა მთავარი აქცენტი ქვეყნის ენერგეტიკულ პოტენციალსა და ისლანდიასთან თანამშრომლობაზე გააკეთა. ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა ასევე ისლანდიის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრთან.