16 ნოემბერი 2024,   07:58
ვრცლად
ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, როცა ადეიშვილი, რომელიც არის მსჯავრდებული, ჩნდება საერთაშორისო ფორმატებში - არჩილ თალაკვაძე

ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, როცა ადეიშვილი, რომელიც არის მსჯავრდებული, ჩნდება საერთაშორისო ფორმატებში. ამასთან დაკავშირებით ჩვენს კოლეგებთან გვექნება კომუნიკაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითიც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა. 
 
არჩილ თალაკვაძის თქმით, დადგება დრო, როცა ადეიშვილი მძიმე დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. 
 
„როგორც უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, გული მწყდება, რომ უკრაინას ასეთი მძიმე ბიოგრაფიის მქონე ადამიანი წარმოადგენს. მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, როცა ადამიანი, რომელიც არის მსჯავრდებული და რამდენიმე საქმეზე დამატებით ბრალდებული, ჩნდება საერთაშორისო ფორმატებში, როგორშიც ჩვენ ვიხილეთ. ამასთან დაკავშირებით კოლეგებთან გვექნება კომუნიკაცია. აუცილებლად დადგება დრო, როცა ეს ადამიანი მძიმე დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები