16 ნოემბერი 2024,   08:07
ვრცლად
საჭიროა აქედანვე ზრუნვა, რომ არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, სადაც აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთი,როდესაც პრემიერს უწევს შემდეგ ამაზე განცხადების გაკეთება - შალვა პაპუაშვილი ფსევდოლიბერალურ კანონპროექტზე

"თუ შევხედავთ ზოგადად ეს მხოლოდ საქართველოს გამოწვევა არ არის. ეს არის გლობალური გამოწვევა, სინამდვილეში კი სინაცრისფრის შემოტანა უნდათ საზოგადოებაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშილმა აღნიშნა, არსებობს საფრთხეები და საჭიროა აქედანვე ზრუნვა იმისათვის,რომ არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთი.

"ეს პრობლემა იმდენად დიდია უკვე და იმდენად გლობალურია, ის რაც სასაცილო იქნებოდა 5 წლის წინ მაგალითად, რომ ბრიტანეთის პრემიერი გამოვიდოდა და იტყოდა: "მე მინდა განვაცხადო, რომ ქალი ქალია და კაცი კაციაო", დღეს ამაზე აღარავის ეცინება, ეს მიიღეს, როგორც თამამი განცხადება ბრიტანეთის პრემიერის, რომელსაც ყველა ვერ გაბედავდა. წარმოგიდგენიათ ეს მან დემონსტრაციულად გამოაცხადა, როგორც თამამი განცხადება, ბევრი ამას ვერც ამბობს. ეს არის ტენდენციები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არსებობს ტერმინები, რომლითაც უნდა ისაუბრონ ადამიანებმა. ჩვენ ვხედავთ დასავლეთის მედიაში, რომ სქესი ეს არ არის ანატომია, ეს არის არჩევანი.  არსებობს ანატომიაში ორი სქესი ქალი და მამაკაცი- ამაზეა საუბარი. თქვენ ხომ არ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი ასაკი? არაა, რადგან ეს არის ანატომია, ასე არის სქესიც, ეს არის ბიოლოგია. ჯერ ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე - დედამიწას რომ დედამიწა ქვია, ამაზე არავინ დაობს, თუმცა სულ მალე ეს ყვეელაფერი ჩვენს კარსაც მოადგება და აქედანვე უნდა ვიყოთ მზად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როდესაც კონსტიტუციური რეფორმის შედეგად კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, მაშინაც რამდენიმე არასამთავრობო აქტიურობდა.

"მახსოვს მაშინდელი მსჯელობა, რომ ეს არ იყო გამოწვევა და რატომ უნდა ჩაგვეწერა კონსტიტუციაში, ხომ აღმოჩნდა რომ ეს საკითხები მერე შემოვიდა ეს საკითხები საქართელოში? ერთსქესიანთა ქორწინება და შვილის აყვანა და ა.შ - ეს საკითხებიც აუცილებლად მოვა ჩვენამდე. საზოგადოებაში არსებობს სოციალური ქსოვილი, სადაც არის ტრადიციები. არსებობს საფრთხეების ჩვენი შეფასება და ასევე ჩვენი შეფასება,რომ საჭიროა აქედანვე ზრუნვა, რომ არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, სადაც აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთი,როდესაც პრემიერს უწევს შემდეგ ამაზე განცხადების გაკეთება. ამიტომ აქედანვე ვიზრუნებთ,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები