16 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
ამ თანამდებობიდან საბოტაჟის ორგანიზება შეუძლიათ, რაშიც გამოცდილები არიან - გია ვოლსკი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასა და პრეზიდენტის ვეტოზე

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს სავარაუდოდ მომავალ სასესიო კვირაში დაძლევს. ამისთვის "ოცნებას" ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს.

ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს ეთანხმება, განსაკუთრებით კი მოტივირებული შენიშვნების იმ ნაწილს, სადაც პრეზიდენტი წერს, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტი უნდა შენარჩუნდეს.

სალომე ზურაბიშვილის ვეტო ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა სახელისუფლებო გუნდისთვის. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან ერთად, კოორდინირებულად მოქმედებს, გეგმა კი არჩევნების დისკრედიტაციაა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიცია მსგავსი საკითხები ცდილობს ლეგიტიმაცია შეულახოს მოახლოებულ არჩევნებს, სალომე ზურაბიშვილი კი მათ ეხმარება. 

"ქალბატონი ზურაბიშვილის ამოცანა ის არის, რომ, რამენაირად, ლეგიტიმაცია შეულახონ მოახლოებულ არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის, მთლიანად ელექტრონული არის ჩვენი საარჩევნო სისტემა. ეს იყო ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების რეკომენდაცია, მთელი რიგი რეფორმა განვახორციელეთ. იციან, რადიკალები კვლავ დამარცხდებიან ქართული საზოგადოების წინაშე, ახლა ცდილობენ, წინასწარ, სარჩული შექმნან, რომ მერე თქვან - არ იყო ლეგიტიმური ეს არჩევნებიო. ქალბატონი სალომე არის ამის ავანგარდში. რაც შეეხება ვეტოს, ბუნებრივია, მზად ვართ, შემდეგ კვირას ვიმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამის კომიტეტში და ხმათა უმრავლესობით დავძლევთ ამ ვეტოს. ქალბატონმა სალომემ, მავნებლობასთან ერთად, ისწავლა, ვეტოთშემოქმედი გახდა, ერთობა, ეტყობა, ამით, თუ რა ვიცი... მირჩევნია, განაგრძოს მოგზაურობა - ევროპაში რომ დადის დაუკითხავად, კონსტიტუციის დარღვევით... იმიტომ, რომ ეს მავნებლობა მერე ვნებს ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს საარჩევნო გარემოს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, თავი წარმოაჩინოს კოალიციურ გაერთიანებად, რათა არჩევნებზე "ქართული ოცნება" დაამარცხოს, რაშიც მათ სალომე ზურაბიშვილი ეხმარება.

"რასაკვირველია, არ უნდა იყოს ლაპარაკი რომელიმე გუნდის წარმომადგენლის მოადგილეობაზე ან თავმჯდომარეობაზე, ვინაიდან, ამ თანამდებობიდან საბოტაჟის ორგანიზება შეუძლიათ, რაშიც გამოცდილები არიან. რაც შეეხება საექსპერტო მონაცემებს, რასაკვირველია, ყველამ იცის უკვე, რომ ყველა საერთაშორისო დონეზე ცესკოს საქმიანობა არის შეფასებული უმაღლესი ქულებით. ასე რომ, არა მგონია, ამ თემაზეც მოატყუო საზოგადოება ქალბატონმა პრეზიდენტმა. მიზანი ყველას ერთი აქვთ, რომ კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" თავი წარმოაჩინოს, როგორც კოალიციურმა გაერთიანებამ და იქნებ "ქართული ოცნება" დამარცხდეს და ამის შემდეგ გააკეთონ ის, რაც აქამდე აქვთ ჩაფიქრებული. ეს არის მათი მიზანი. ეს იყო მათი მიზანი და ამ მიზნის რეალიზაციაში სალომე ზურაბიშვილი არის აქტიურად ჩართული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები