16 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
ჯერ გვაძლევენ ევრორეკომენდაციებს, სამართლიანი სასამართლო, მოსამართლეები, ქვეყანა კიდევ უფრო მეტად როგორ გახდეს დემოკრატიული, მერე მოდიან და გვეუბნებიან, რომ ვეტინგის პროცესი გამოვიყენოთ ჩვენი მოსამართლეებისა და მართლმსაჯულების მიმართ - ზარქუა

ბუნდესტაგში სტუმრობის შემდეგ, ამჯერად, პირისპირ შეხვედრა ევროკომისიის მაღალჩინოსანთან - საქართველოში ძებნილი და არაერთ დანაშაულში მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ადეიშვილი კოპმანს უკრაინის დელეგაციასთან ერთად ხვდება.

მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეს არის ქართული მართლმსაჯულების უპატივცემულობა და ფაქტი იმსახურებს განმარტებას გერმანიის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან.

"ჯერ გვაძლევენ ევრორეკომენდაციებს, სადაც სამართლიანი სასამართლო, მოსამართლეები, ქვეყანა კიდევ უფრო მეტად როგორ გახდეს დემოკრატიული. გაუგებარი იყო მათ შორის ბუნდესტაგში, როდესაც ბატონ ადეიშვილს ხვდებიან, როგორც სასამართლოს და იურიდიული თემატიკის ერთ-ერთ უბადლო მცოდნეს. გარდა ბუნდესტაგისა. ამის შემდეგ, მოდიან და გვეუბნებიან, რომ ვეტინგის პროცესი იქნას გამოყენებული ჩვენი მოსამართლეებისა და მართლმსაჯულების მიმართ,“ - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

დღის ამბები