ირაკლი ჩიქოვანი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ ვითარებას ეცნობა. თავდაცვის მინისტრი სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრში, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადასა და კოპიტნარში საჰაერო თავდაცვის ბაზაზე იმყოფებოდა.
მე-6 საარტილერიო ბრიგადის მეთაურის, პოლკოვნიკის, დავით ფოფხაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი დეტალურად გაეცნო მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს.
"თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური იმყოფებოდნენ მე-6 საარტილერიო ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე, სადაც დეტალურად გაეცნენ მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ჯარისკაცის საყოფაცხოვრებო პირობებს. დაგვისახეს მომავალო გეგმები", - განაცხადა დავით ფოფხაძემ.