17 აგვისტო 2026,   15:14
ვრცლად
ქუთაისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური გაიხსნა

ქუთაისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური გაიხსნა. პროექტი "გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო", სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

ქვეყნის მასშტაბით კი, ეს უკვე მეცამეტე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურია.

სადგურის გახსნაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კი, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას.

დღის ამბები