16 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ევროპელები ხვდებიან ადეიშვილს, რომელიც საქართველოში უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული, ძალიან მძიმედ აღსაქმელია ჩვენი საზოგადოებისთვის - დავით მათიკაშვილი

მმართველი გუნდი ამბობს, რომ საქართველოში ძებნილი და არაერთ დანაშაულში მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილის შეხვედრა ევროკომისიის მაღალჩინოსანთან, ძალიან მძიმედ აღსაქმელია საზოგადოებისთვის:

"ის, რომ ზურაბ ადეიშვილი თუნდაც უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში ასე დაიარება ევროპულ დედაქალაქში, ბუნდესტაგში იღებენ, ევროკავშირის გაფართოების კუთხით არსებულ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ხვდება და კანონის უზენაესობაზე ესაუბრება, ეს ძალიან მძიმედ აღსაქმელია ჩვენი საზოგადოებისთვის. დეზინფორმაცია არ არის ის, რაც გავრცელდა. ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა ის, რომ ევროპელები ხვდებიან ადეიშვილს, პიროვნებას, რომელიც საქართველოში უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული. ამ კუთხით  ძალიან დიდი ყურადღებაა მისაქცევი, რომ მსგავსი ტენდენცია არ გაგრძელდეს", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები