16 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
ის, რომ ჩვენ ადეიშვილთან შეიძლება რაიმე პრეტენზია გვქონდეს, ჩვენი პრობლემაა, ევროპელების გადმოსახედიდან ის არის უკრაინელების ერთ-ერთი ბიუროკრატი - ალექსანდრე რაქვიაშვილი

საქართველოში ძებნილი და არაერთ დანაშაულში მსჯავრდებული ადეიშვილის ევროკომისიის მაღალჩინოსანთან შეხვედრაში ოპოზიცია პრობლემას ვერ ხედავს. 

"მათ არ ჰქონდათ არანაირი სამართლებრივი ვალდებულება, რომ გადმოეცათ ადეიშვილი. ჩვენ სასამართლო გვყავს ისეთი, რომელსაც ქვეყნის შიგნით არ ენდობა ხალხი. ევროპელების გადმოსახედიდან ის არის უკრაინელების ერთ-ერთი ბიუროკრატი. ის, რომ ჩვენ მასთან შეიძლება რაიმე პრეტენზია გვქონდეს, ეს ჩვენი პრობლემაა, რადგან ჩვენ ვერ შევქმენით სასამართლო, რომელსაც ევროპელები დაუჯერებენ," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები