16 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
ბექა დავითულიანი ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტზე: არ შეიძლება პატივით მიღება ევროკავშირის მხრიდან კრიმინალების, რომლებიც მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდნენ, ეს ევროსკეპტიციზმს ხელს უწყობს ქვეყანაში, რისი მოსურნეც არც საქართველოა და არც ევროკავშირი

"პირველ რიგში, კარგია, რომ ევროკავშირის სტრუქტურები გამოეხმაურნენ იმ გულისწყრომას, რომელიც გამოხატული იქნა საქართველოში, ადეიშვილის ევროკავშირის სტრუქტურებში ვოიაჟის გამო. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ხმა მისწვდათ და კი შეაწუხათ იმან, რომ მათთან სტუმრად იმყოფებოდა წამებაში მსჯავრდებული, ადამიანების ქონების მიტაცებაში მსჯავრდებული და ადამიანის გატაცებაში და ცემაში მსჯავრდებული ყოფილი პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა, ზურაბ ადეიშვილის მიერ ბუნდესტაგში ვიზიტისა და ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ.

დავითულიანის თქმით, არ შეიძლება კრიმინალების, რომლებიც მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის იკავებდნენ, პატივით მიღება ევროკავშირის მხრიდან, ვინაიდან ეს ევროსკეპტიციზმს ხელს უწყობს ქვეყანაში, რისი მოსურნეც არც საქართველოა და არც ევროკავშირი.

"რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ თითქოს ეს დეზინფორმაციის ნაწილია, არა, ეს დეზინფორმაცია კი არ არის, ეს არის ფაქტი, რომ კრიმინალი, 4 სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი იჯდა ევროპულ სტრუქტურებში ოფიციალურ მიღებაზე. ამასთანავე, პრობლემაა ის, რომ ის იყო უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში და ეს კიდევ ერთხელ ნათელყოფს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების გაფუჭებაში, რა თქმა უნდა, ცალსახად და ცალმხრივად უკრაინული მხარის აი ასეთი დამოკიდებულებაა პრობლემა, მიზეზი და სტიმული ამ ურთიერთობების გაფუჭების.

რა თქმა უნდა, ეს არავის არაფერში არ ჭირდება, მით უმეტეს, მეტსაც გეტყვით, იმ პირების და პოლიტიკური ფიგურანტების, რომელსაც აგვისტოს ომისას ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ საფრთხის ასაცილებლად, აი ამ უკრაინისთვის რთულ პირობებში რაღაც მრჩევლებად და რაღაცნაირ ფიგურანტებად გამოყენება თვითონ უკრაინასაც სამწუხაროდ არაფერს არ არგებს და არ ვურჩევდი, რომ იმ ცუდი გამოცდილების ადამიანები დაიხმარონ ამ რთულ ვითარებაში თავისი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის პირობებში დადგა ურთულესი შედეგები მათი მმართველობით.

საბოლოო ჯამში პუტინის აგრესიამ და ადეიშვილის და მისი სხვა თანამზრახველების არასწორმა ქმედებებმა და ხშირად მოღალატეობრივმა ქმედებებმაც განაპირობა ის, რომ ჩვენ ქვეყანას ასეთი მძიმე შედეგები დაუდგა და არ მინდა, რომ უკრაინასაც ასეთი არასწორი გონებით აძლევდნენ რჩევებს", - განაცხადა დავითულიანმა.

დღის ამბები