ზურაბ ადეიშვილის ევროკომისიის მაღალჩინოსანთან შეხვედრაში დაკავშირებით, ოპოზიცია პრობლემას ვერ ხედავს.
მაგალითად, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ადეიშვილი იქ იყო წარმოდგენილი როგორც უკრაინის საჯარო მოხელე:
"ზურაბ ადეიშვილი, როგორც ჩემთვის ცნობილია, იქ იყო როგორც უკრაინის საჯარო მოხელე, ამიტომ, მე ვერავითარი კომენტარი ვერ მექნება. ფაქტი სახეზეა, "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო დიდი ბაქიბუქის მიუხედავად, ადეკვატურად განეხორციელებინა ის, რაც მათ მიაჩნდათ მართლმსაჯულებად. დღეს ევროპულმა კავშირმა "ქართულ ოცნებას" ძალიან მკაფიოდ და მკაცრად შეახსენა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, მათ აქვთ ვალდებულება აღებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ, რაც 9 პუნქტიდან პირველია," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.