16 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
როზნერმა თქვა, ოღონდ თქვენ გეი აღლუმებზე უარი არ თქვათ, წადით, ფასები ნახეთ, გაჭირვებულ ოჯახში შედით - გურამ მაჭარაშვილი

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები როზნერის გეგმას და ფასების თემით ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის გადაფარვის მცდელობას - "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობას" პიარ-კონსულტანტმა, როგორც ჩანს, კონკრეტული გეგმა დაუსახა, რითაც საზოგადოების ყურადღებას მიიქცევენ.

ამასთან, მისთვის გაუგებარია, როგორ აპირებს ენმ ფასების დარეგულირებას.

"ნაცმოძრაობის" ლიდერები შეკრიბეს და უთხრეს, რომ ეს ლგბტ პროპაგანდა ახლა თქვენ კუთხეში მოგამწყვდევთ, ამიტომ იქნებ როგორმე გადაფაროთ და რით უნდა გადაფაროთ - ამას ბატონი როზნერი გეტყვითო. იმან თქვა, რომ ოღონდ თქვენ გეი აღლუმებზე უარი არ თქვათ და ლგბტ პროპაგანდის გავრცელებაზე ქვეყანაში, წადით, ფასები ნახეთ, გაჭირვებულ ოჯახში შედით, მერე მარკეტები დაიარეთ, ფასები დაარეგულირეთ, ჯერ ბრიფინგი ჩაატარეთ საზღვართან, მერე გადადით მეზობელ სახელმწიფოში და იქნებ იქ ნახოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც იქ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. ერთი-ერთში რომ დაემთხვა თქვენს ამ სტატუსში მოყვანის შინაარსს - ეს რეალობაში ხაბეს მიერ აღსრულება, ეს უკვე ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ დაინფიცირებული ეს ლგბტ თემის პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი როგორმე გადაფარონ ამ სულელური რაღაცა სიღარიბის საკითხით. ეს ვერ მოხდება, ისედაც ვერ მოხდებოდა ამ ინიციირების გარეშეც, რომ შევხედოთ წმინდა ეკონომიკურად, რას ამბობს ხაბე, რომ ფასებს ის დაარეგულირებს თურმე, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. ჩვენ ვიცით, რომ ღია ეკონომიკის დროს ეს ფასების რეგულირება ხელოვნურად ვერ მოხდება. ხელოვნურად ფასების რეგულირება ხდებოდა კომუნისტების დროს და "ნაცმოძრაობის" დროს,"  - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, "კურიერის" ინფორმაცია დადასტურდა - ჯერ კიდევ სამი დღის წინ, ჩვენს ჟურნალისტს, შოთა ფალავანდიშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რა დავალება მიიღო პიარ-სტრატეგი როზნერისგან "ნაციონალურმა მოძრაობამ." ჩვენი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში დეტალურად წერდა იმ გეგმის შესახებ, თუ რა აქტივობები უნდა განეხორციელებინათ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს.

წყაროს მიერ მოწოდებული ყველა პუნქტი შესრულდა - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამ დღეების განმავლობაში ფასებთან დაკავშირებით ხვდებოდნენ მეწარმეებს, მიდიოდნენ ოჯახებში, დღეს კი როზნერის გეგმის ბოლო მითითებაც შეასრულეს, რაზეც თავის სტატუსში ჩვენი ჟურნალისტი საუბრობდა და ფასების შესადარებლად პარტიის თავმჯდომარე მეზობელი თურქეთის ტერიტორიაზე სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა. წყაროს ინფორმაციით, როზნერმა ფასების კამპანია "ნაციონალურ მოძრაობას" ლგბტ თემის გადასაფარად დაავალა.

დღის ამბები