16 ივნისი 2024,   04:51
ვრცლად
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობს ლია კაპანაძეს 90 წელი შეუსრულდა

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს ლია კაპანაძეს 90 წელი შეუსრულდა.

თარიღთან დაკავშირებით, საიუბილეო საღამოს მსახიობის მშობლიურმა თეატრმა უმასპინძლა.

ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი შემოქმედებითი ცხოვრება თეატრსა და კინოში. მსახიობს თეატრალური საზოგადოების მიხეილ თუმანიშვილისა და ვერიკო ანჯაფარიძის პრემიები გადაეცა.

დღის ამბები