16 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია არ არის ქართული სახელმწიფოს პრეზიდენტი, ის რადიკალების პრეზიდენტია - ირაკლი ზარქუა

ნიკა გვარამიას ახალ მოძრაობას ამჯერად, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი შეუერთდა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ეს გასაკვირი ფაქტი არ არის:

"მე არც გამიკვირდა ქალბატონი კოპალეიშვილი რომ შეუერთდა რადიკალებს. ქალბატონი სალომე უკვე დიდი ხანია არ არის ქართული სახელმწიფოს პრეზიდენტი, ის რადიკალების პრეზიდენტია. მის ინტერესებს კოპალეიშვილი ქალბატონ ჩუგოშვილთან ერთად იცავდა სასამართლოში, სადაც ის კიდევ ერთხელ ამხილეს კონსტიტუციის დარღვევაში. სალომე, ზურაბიშვილი, გვარამია, "ნეონაცები","ნაცები" ხელმოცარულები და კოპალეიშვილები - ეს არის ერთი დიდი რადიკალების ჯგუფი, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ რევანშისთვის ემზადებიან," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები