16 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
"ადამიანს, რომლის რეიტინგიც იყო, დაახლოებით 1%, მოკიდა ხელი "ქართულმა ოცნებამ" და დასვეს პრეზიდენტად. რამდენიმე წელიწადში ვხედავთ, როგორაა ჩართული დესტრუქციული, ანტიეროვნული ძალის პოლიტიკაში" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ადამიანს, რომლის რეიტინგიც იყო, დაახლოებით, 1%, მოკიდა ხელი "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და დასვეს პრეზიდენტად. რამდენიმე წელიწადში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორაა ჩართული სალომე ზურაბიშვილი ამ დესტრუქციული, მტრული, ანტიქართული, ანტიეროვნული ძალის პოლიტიკაში და ფერხულში, მათთან კოორდინაციაში," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო.

მისივე თქმით, პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ ქართველი ხალხი თავად გამოიტანს დასკვნას სალომე ზურაბიშვილის მოღვაწეობაზე.

"მგონი, ყოველ კვირა რომ ვისაუბრო კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტზე, არასწორია. მინდა ერთი რამ გავიმეორო - სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან. ადამიანს, რომელსაც, ალბათ, წარმოდგენა და ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ იგი გახდებოდა პრეზიდენტი, ასეთ ადამიანს, რომლის რეიტინგიც იყო, დაახლოებით, 1%, მოკიდა ხელი "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და დასვეს პრეზიდენტად.

რამდენიმე წელიწადში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორაა ჩართული სალომე ზურაბიშვილი ამ დესტრუქციული, მტრული, ანტიქართული, ანტიეროვნული ძალის პოლიტიკაში და ფერხულში, მათთან კოორდინაციაში. სამწუხაროა ძალიან, მაგრამ ქართველი ხალხი გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას, ძალიან მალე. ძალიან მალე დაუმთავრდება სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა და ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, შესაბამის დასკვნას გააკეთებს მის მოღვაწეობაზე," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები