16 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
"მაია კოპალეიშვილი ყოველთვის იყო "ნაცმოძრაობის“ წევრი, ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ ისინი ერთად, შეთანხმებულად მუშაობენ" - ირაკლი ღარიბაშვილი

ნიკა გვარამიას ახალ მოძრაობა ძველი ხელისუფლების კადრებით - ოპოზიციის გეგმა მმართველი გუნდისთვის გაშიფრულია. მას შემდეგ, რაც "მთავარი არხის" დამფუძნებლის მოძრაობაში, სალომე ზურაბიშვილის მცველი, მაია კოპალეიშვილი გამოჩნდა, "ქართული ოცნება" პრეზიდენტისა და ოპოზიციის კავშირებში კიდევ ერთხელ დარწმუნდა.

მმართველი გუნდის განცხადებით, ყოველდღიურად ბევრი მტკიცებულებაა იმის, თუ რატომ არის ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" რიგითი წევრი. 

"მაია კოპალეიშვილი ყოველთვის იყო "ნაცმოძრაობის" წევრი. იგი იყო დანიშნული, პარტიული ადამიანი იყო, როგორც მახსოვს. ეს არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ისინი ერთად, სინქრონში, შეთანხმებულად მუშაობენ," - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. 

ყოფილი მოსამართლე კოპალეიშვილი, პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავდა, სადაც ზურაბიშვილის მიერ უნებართვო ვიზიტების საკითხი განიხილებოდა. 

დღის ამბები