ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის და ვიქტორ ორბანის შეხვედრას გამოეხმაურა. იგი აცხადებს, რომ უნგრეთს პრემიერ მინისტრი "დიქტატურას ეძებს".
შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს აშშ-ში შეხვდა და შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტრამპი იყო მშვიდობის პრეზიდენტი, რომელმაც მსოფლიოში პატივისცემა მოიპოვა.
"გუშინ, ტრამპი ვიქტორ ორბანს შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ არ ფიქრობს, დემოკრატია არ მუშაობს. ტრამპმა მას და სხვა დიქტატორებს საოცარი ლიდერები უწოდა. დონალდ ტრამპი ცდილობს წაგვართვას დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენ მას ამის უფლებას არ მივცემთ. მე მჯერა ამერიკის და ამერიკელი ხალხის. თუ ერთად მოქმედებით, ყველაფერი შეგვიძლია", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.