ოპოზიციის დუმილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და "თბილისი პრაიდის" წერილით გაჟღერებული გეგმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაცვის კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, "თბილისი პრაიდი" საზოგადოების ნაწილთან ერთად ქუჩაში გავა და აქციებს დაიწყებს.
წერილის მიხედვით, დემონსტრაციები ლგბტ პროტესტის ჩარჩოსაც გასცდება და გასული წლის მარტის აქციების სახეს მიიღებს. იქამდე კი, პრაიდი საკითხზე კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებს.
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ "თბილისი პრაიდი“ გასული წლის მარტის მოვლენების მსგავსად, საპროტესტო ტალღის აგორებას შეეცდება.
"ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ უმრავლესობა ინიციატივას სისრულეში მოიყვანს. ოპოზიცია კი ისევ დუმს - არც გავრცელებული წერილის შინაარსს აფასებს და არც იმაზე საუბრობს, როგორ უნდა გაიმიჯნოს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდა ადამიანის უფლებებისგან.
"გავრცელებული ინფორმაცია მართლაც საგანგაშოა. ის ეჭვები რეალობა გახდა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს დესტრუქციული მოქმედებები, კონკრეტული ძალებით იმართებოდა. აღმოჩნდა, რომ "თბილისი პრაიდია" ერთ-ერთი ის დაჯგუფებაა, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს, შესაბამის დავალებებს, კონკრეტულ მითითებებს და ინსტრუქციებს კარნახობს. ამ განცხადებაში იკვეთება, რომ შარშანდელი დესტრუქციული არეულობის მცდელობები მათი ორგანიზაციული კონტექსტის შემადგენელი ნაწილი იყო. ეს ყველაფერი მიუთითებს იმ გეგმაზომიერ, მიზანმიმართულ მოქმედებებზე, რომლებიც ამ ადამიანებისგან საზოგადოებას აღარ უკვირს, მაგრამ უკვე გაცხადებულად ჩნს ესა ადამიანები რა მიზანს ემსახურებიან", - განაცხადა გივი მიქანაძემ.