16 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
ტყუილებით გაჯერებული და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი სიუჟეტი მოამზადა ტელეკომპანია "მთავარმა“, ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, დეზინფორმაცია კი მავნებელია გამავრცელებლისთვის - რატი ბრეგაძე

მანიპულაცია დეზინფორმაციის ნაირსახეობაა. სწორედ ასეთი შეკვეთილი, ობიექტურ საფუძველს მოკლებული, ტყუილებით გაჯერებული და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი სიუჟეტი მოამზადა ტელეკომპანია „მთავარმა“ გუშინ ჩემი, თითქოსდა გადამალული, ქონების შესახებ, - წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.

მინისტრმა ტელეკომპანია „მთავარის“ სიუჟეტში, მის ქონებასთან დაკავშირებული ტყუილები ჩამოთვალა და შესაბამისი ინფორმაცია წარმოადგინა, რომელიც მინისტრის თქმით სინამდვილეს ასახავს.

„მანიპულაცია დეზინფორმაციის ნაირსახეობაა. სწორედ ასეთი შეკვეთილი, ობიექტურ საფუძველს მოკლებული, ტყუილებით გაჯერებული და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი სიუჟეტი მოამზადა ტელეკომპანია მთავარმა გუშინ ჩემი, თითქოსდა გადამალული, ქონების შესახებ. ვთვლი, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია და ამიტომ ვაპირებ სიცრუისა და მანიპულაციების ნაწილობრივ მხილებას:

ტყუილი N1 “15 გვერდიანი ცარიელი დეკლარაცია” სიმართლე: დეკლარაცია არ არის ცარიელი, რაც სიუჟეტშივე ჩანს. ( იხ. ფოტო N1);

ტყუილი N2 “მაღალჩინოსნის აპარტამენტი, რომელსაც რამდენიმე მეტრიანი გალავანი აქვს შემოვლებული 1600 კვადრატულ მეტრზეა აშენებული.” სიმართლე: სიუჟეტშივე ჩანს, რომ წინა მხარესაც კი არის ჭიშკარი, რომლიდანაც ნებისმიერ გამვლელს აქვს თავისუფალი ხედი შიდა ეზოზე. ეზოს დანარჩენ მხარეს კი არის ღია ტიპის ღობე. სახლი რეალურად აშენებულია დაახლოებით 100-120 კვადრატულ მეტრზე და არა 1600-ზე. (იხ. ფოტო N2) ნაკვეთი შეძენილია 2004 წელს და მას შემდეგ ეტაპობრივად შენდებოდა მამაჩემის მიერ. ( ამ პერიოდში ვიყავი სტუდენტი) ჯერჯერობით მე პირადად არცერთი ღამე გამითევია ამ სახლში იმის გამო, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დასრულებული;

ტყუილი N 3: ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე მშობლების 144 კვ.მ ბინასთან დაკავშირებით ითქვა შემდეგი : “იუსტიციის მინისტრმა ქონების დასამალად ოცნების მაღალჩინოსნებისთვის ნაცად ხერხს მიმართა და საკუთარი სიმდიდრე მშობლების სახელზე გააფორმა.” სიმართლე: 2007 წელს ჩემმა მშობლებმა ძველი სახლი გაყიდეს და ეს ბინა შეიძინეს. ამ პერიოდში მე გერმანიაში დოქტურანტურაში ვსწავლობდი. ბინა მდებარეობს “ელიტური უბნის” კორპუსში (იხილეთ ფოტო N3) რაც შეეხება იპოთეკურ სესხს, ნამდვილად მაქვს და 2015 წლიდან ვიხდი ყოველთვიურად გათვალისწინებულ საფასურს. ეს ბინა კი იყო დედას შვილიშვილებზე, ანუ ჩემს შვილებზე, გადაფორმებამდე მანანა კრავეიშვილის სახელზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულია ჩემი მშობლების საკუთრებაში არსებული ბინა.

სესხის შესახებ ინფორმაცია მოცემულია დეკლარაციაში. ბინა ასევე მდებარეობს “ელიტური უბნის კორპუსში” (იხ. ფოტო N 4) P.s “დანაშაულებრივ სქემაში” მონაწილე მშობლებთან დაკავშირებით კი ასევე უნდა ვთქვა დამატებით, რომ ამ ადამიანებს არასოდეს უსარგებლიათ რაიმე პრივილეგიით და ორივე იმ სამსახურებში მუშაობს უცვლელად, რომლებშიც იყვნენ ჯერ კიდევ ჩემი სკოლის მოსწავლეობის და სტუდენტობის პერიოდში. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, დეზინფორმაცია კი მავნებელია გამავრცელებლისთვის“, - წერს რატი ბრეგაძე.

დღის ამბები