16 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
მოსახლეობას ნამდვილად ვერ ავუხსნით ადეიშვილის მსგავსი ადამიანები თავისუფლად რატომ მოძრაობენ ევროპაში, მერე გაგვიჭირდება მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ევროკავშირი არის სამართლიანობა - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ადეიშვილის მსგავსი ადამიანები, ევროპაში თავისუფლად არ უნდა მოძრაობდნენ.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში რთული იქნება საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობას აუხსნას, თუ რატომ არის ევროკავშირი  სამართლიანობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები:

"მინდა მივმართო ყველა ჩვენს პარტნიორს და ვუთხრა, რომ ჩვენ ევროკავშირი იმიტომ გვჭირდება და იმიტომაც ვართ მაქსიმალურად აქცენტირებულები, ჩვენს მოსახლეობას ნამდვილად ვერ ავუხსნით ადეიშვილის მსგავსი ადამიანები თავისუფლად რატომ მოძრაობენ ევროპაში. მერე გაგვიჭირდება ჩვენს მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ევროკავშირი არის სამართლიანობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მიგვაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ამ არასწორი პოლიტიკის ჩამკეტი და ყველამ პატივი უნდა ვცეთ საქართველოს მართლმსაჯულებას", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა. 

დღის ამბები