16 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
მისთვის გამოწვევები, რაც სისტემაში რეალურად არსებობს, კარგად არის ცნობილი - თამარ გაბუნია მიხეილ სარჯველაძის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებ

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კომპლექსური სამინისტრო, როგორიც ჩვენი სამინისტროა, ბატონი მიხეილის მსგავსი გამოცდილების, პროფესიული კომპეტენციის პირმა ჩაიბარა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სარჯველაძემ კარგად იცის სამინისტროში არსებული გამოწვევები.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კომპლექსური სამინისტრო, როგორიც ჩვენი სამინისტროა, ბატონი მიხეილის მსგავსი გამოცდილების, პროფესიული კომპეტენციის პირმა ჩაიბარა, რადგან ადამიანის უფლებათა კომიტეტის ფორმატში ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვქონდა. ბატონი მიხეილის ხელში გადადიოდა ყველაზე პრობლემური საკითხები, რომელიც ჩვენ ,როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური დასაქმებისა და, მათ შორის, დევნილთა სფეროებში გვქონდა. ვფიქრობ, მისთვის გამოწვევები, რაც სისტემაში რეალურად არსებობს, კარგად არის ცნობილი. რა თქმა უნდა, გაეცნობა ყველაფერს და შემდეგ, გვექნება იმის საშუალება, რომ გავიაროთ სხვა დანარჩენი საკითხები, რაც უკავშირდება ჯანდაცვის რეფორმას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები