16 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
როდესაც რეკეტში ბრალდებული ადამიანი ხვდება რეფორმატორის სტატუსით უმაღლესი თანამდებობის პირებს, ეს არის უფრო დამაზიანებელი, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ - მამუკა მდინარაძე ადეიშვილზე

გერმანიასა და ევროკავშირში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რეკეტში ბრალდებული და მსჯავრდებული ადამიანი ხვდება რეფორმატორის სტატუსით უმაღლესი თანამდებობის პირებს, ეს არის უფრო დამაზიანებელი, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ:

"როდესაც მწამებელი, წამებასა და რეკეტში ბრალდებული და მსჯავრდებული ადამიანი ხვდება რეფორმატორის სტატუსით უმაღლესი თანამდებობის პირებს, ეს არის უფრო დამაზიანებელი, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, რაც კი შეიძლება მოიფიქრო სპეკულაციურად თუ მის გარეშე ანტიევროპულობასთან დაკავშირებით. როდესაც თავად ფაქტს ვხედავთ, რომ ადეიშვილი ასეთი მაღალი სტატუსისა და რანგის ადამიანებს ხვდება და რეფორმებზე ელაპარაკება, ეს ერთი პრობლემაა და ეს ძალიან აზიანებს განწყობებს.

მეორე პრობლემაა რეაქცია ამ საკითხზე - შემოგვიბრუნდნენ და გვითხრეს, რომ ეს იყო დეზინფორმაცია და "ფეიკს" ვავრცელებდით. რეაქცია კიდევ უფრო ამძიმებს ამ მომენტს. როდესაც გვეუბნებიან, რომ ან მოგვეჩვენა ადეიშვილი, ან არ ლაპარაკობდა რეფორმებზე, ან დამსწრის სტატუსით იყო - სანამ ვინმე, იქნება ეს ჩვენი მეგობარი, კოლეგა თუ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, იმას იტყვის, რომ აქ „ფეიკები“ ვრცელდება და სანამ 9 ნაბიჯზე მიგვითითებენ, სადაც მართლაც არის დათქმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ უფრო მეტი დეზინფორმაცია, ევროპასა და ევროპულობაზე დარტყმა არ შეიძლება იყოს, ვიდრე მწამებელი და რეკეტიორი ადეიშვილის ევროპაში თავისუფლად გადაადგილება და უმაღლესი თანამდებობის პირებთან კომუნიკაცია ოფიციალური სტატუსით," - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები