16 ნოემბერი 2024,   08:03
ვრცლად
"დიდი ეროვნული დეპრესია დასრულდება, ამიტომ გავრისკე ჩემი სიცოცხლე და ამიტომ დავბრუნდი საქართველოში" - მიხეილ სააკაშვილი

პროდუქტებზე ფასები ისევ პოლიტიკური დისკუსიის თემაა. უცხოელი პიარკონსულტანტის რჩევით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის კამპანიის შემდეგ, დღეს ამ თემაზე სასამართლო დარბაზში ონლაინ ჩართვისას მსჯარვდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა. 

"საქართველოში ცხოვრების დონე არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე აზერბაიჯანში, თბილისი უფრო ძვირია, ვიდრე ანკარა და სტამბული. დიდი ეროვნული დეპრესია და ეს 12 წლიანი სირცხვილი აუცილებლად დასრულდება, ამიტომ გავრისკე ჩემი სიცოცხლე და ამიტომ დავბრუნდი საქართველოში. ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე იმისათვის, რომ საქართველოში უიმედობამ და სიბნელემ ვერ იმუშაოს," - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები