16 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
"არტარეადან" ვისმენთ "ნაცმოძრაობის" მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას, კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა "ნაცმოძრაობასთან", რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია - დავით მათიკაშვილი

"არტარეადან" ვისმენთ "ნაცმოძრაობის" მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას, რომელიც მიმართულია ფსევდო ღირებულებებზე ორიენტირებული აზრის ჩამოყალიბებისკენ, რაც აუცილებელია "ნაცმოძრაობისთვის", - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, აქაც კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა "ნაცმოძრაობასთან" და კავშირი ამ ორ სუბიექტს შორის, რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია.

"ლელო" - ხაზარაძე, ასევე არის კლონი, როგორც სააკაშვილმა უწოდა ამ ე.წ. პოლიტიკურ ორგანიზაციებს. მისი „არტარეა“ - ფსევდოლიბერალური ინტელიგენციის ჩამოყალიბების მცდელობა, სადაც ის პირდაპირ ასრულებს "ნაციონალური მოძრაობის" დავალებებს. კარგად გახსოვთ, როგორ ებრძოდა "ნაციონალური მოძრაობა" ინტელიგენციას, როგორ ეძახდა ჩარეცხილებს ყველას, ვისაც ეროვნული და პატრიოტული კუთხით განსაკუთრებული როლი ჰქონდა ჩვენს რეალობაში, როგორ ცდილობდა მათ გაშავებას. დღეს "არტარეადან"“ ვისმენთ "ნაცმოძრაობის" მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას, რომელიც მიმართულია სწორედ ფსევდო ღირებულებებზე ორიენტირებული აზრის ჩამოყალიბებისკენ, რაც აუცილებელია "ნაცმოძრაობისთვის“. აქაც კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა "ნაცმოძრაობასთან" და კავშირი ამ ორ სუბიექტს შორის, რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ტანდემს, დავით მათიკაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ორი გამორჩეული სახე ვერანაირი ახალი 4 თუ 16 ნომრით ვერ შეძლებს იმ წარსულის და დღევანდელობის გადაფარვას, რასაც მათი "ნაცობა" და "ნაცმოძრაობასთან" პირდაპირი კავშირი ქვია.

დღის ამბები