ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღების ინიციატივას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა თადუმაძე აკრიტიკებს.
"პრაიმ ტაიმთან" საუბრისას შალვა თადუმაძე ამბობს, რომ ვისაც სურვილი აქვს, "ვეტინგის" სისტემის შემოღების გარეშეც, თავისუფლად შეძლებს, მისი და მისი ოჯახის ქონებრივი დეკლარაციის სრულყოფილ მონიტორინგს.
"ვეტინგი ჩემს მიერ მიღებული ათასობით გადაწყვეტილებაა, რომელიც სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე საჯაროდ ქვეყნდება და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია. პოლიტიკურად ანგაჟირებული ფსევდო ექსპერტები თუკი წაიკითხავენ, ნათლად დაინახავენ ვადის დაურღვევლად, მაღალი დასაბუთების ხარისხით მიღებულ ჩემს გადაწყვეტილებებში კეთილსინდისიერ და კვალიფიციურ მიდგომებს.
პოლიტიკურად ანგაჟირებული ფსევდო ექსპერტები თუკი წაიკითხავენ, ნათლად დაინახავენ ვადის დაურღვევლად, მაღალი დასაბუთების ხარისხით მიღებულ ჩემს გადაწყვეტილებებში კეთილსინდისიერ და კვალიფიციურ მიდგომებს. რაც შეეხება ჩემს ეკონომიკურ მდგომარეობას, ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ მაქვს 23 წლიანი, უწყვეტი იურიდიული პრაქტიკა. აქედან, 12 წელი, კერძო სექტორში ვმუშაობდი და მიჩნეული ვიყავი ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ადვოკატად;
ხოლო, ბოლო 11 წლის განმავლობაში, დღემდე, სახელმწიფო სამსახურში, ვმუშაობ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე. აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით, ყოველწლიურად ხორციელდება ჩემი და ჩემი ოჯახის ქონებრივი დეკლარაციის სრულყოფილი მონიტორინგი და დღემდე, არსებითი დარღვევა შესაბამის სამსახურს ჩემს დეკლარაციაში არ აღმოუჩენია",- თქვა შალვა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, პარტია "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვა "ვეტინგის" სისტემის შემოღება, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს