მელია-გვარამიას გაერთიანება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ შეაფასა და აღნიშნა, რომ, 12 წლის განმავლობაში, "ნაციონალური მოძრაობის" კლონირება ვერავინ ვერ მოახერხა.
წითლის განმარტებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ მელია-გვარამიას გაერთიანება "ნაციონალური მოძრაობისთვის" არჩევნებზე ხმების წართმევას შეძლებს.
12 წლის განმავლობაში, "ნაციონალური მოძრაობის" კლონირება არავის არ გამოსვლია. შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ", - განაცხადა ანა წითლიძემ.