16 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
არ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინის მხარე საქართველოს გადმოსცემს დამნაშავეებს, წლების განმავლობაში სამწუხაროდ უკრაინა იქცა კრიმინალების თავშესაფრად - კახა კალაძე

ზურაბ ადეიშვილის, როგორც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნას, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაზე გამოეხმაურა. 

აღნიშნული მოთხოვნით საქართველოს პროკურატურამ გერმანიისა და ბელგიის შესაბამის უწყებებს გუშინ ოფიციალურად მიმართა, საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა კი იგივე მოწოდება რანდენჯერმე დააყენეს უკრაინის ხელისუფლების მიმართაც.  

კახა კალაძის განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ უკრაინის მხარე დამნაშავეებს საქართველოს გადმოსცემს. 

"არ ვარ დარწმუნებული ამაში, რომ უკრაინის მხარე საქართველოს გადმოსცემს დამნაშავეებს, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში სამწუხაროდ, უკრაინა იქცა კრიმინალების თავშესაფრად. ეს ძალიან ცუდია და რბილად რომ ვთქვათ, აზიანებს ურთიერთობებს.

არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება, ასევე ძალიან ცუდი იყო ევროპულ ქვეყნებში იმ კრიმინალების ვიზიტები, რომლებსაც კონკრეტული მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე. შესაბამისად, ესეც რა თქმა უნდა, აზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გვაქვს", - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები