16 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
რაც მეტი 2 და 3%-იანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი ჩვენი საბოლოო შედეგისთვის - ირაკლი კობახიძე გვარამია-მელიას პოლიტიკურ გაერთიანებაზე

ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკური გაერთიანება "ახალი", ოფიციალურად, თვის ბოლოს პარტიის ყრილობაზე დაფუძნდება. იქნება თუ არა "ახალი" პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" ძველი სახეები იქნებიან - ამას ეჭვქვეშ აყენებენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრები.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რაც მეტი 2 და 3%-იანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი იქნება ეს მმართველი გუნდისთვის. 

"რაც მეტი 2 და 3%-იანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი ჩვენი საბოლოო შედეგისთვის. შეიქმნა მორიგი, ალბათ 2%-იანი პარტია, ეს 2% დააკლდება საბოლოო ჯამში "ნაცმოძრაობას". ეს არის კარგი იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები