16 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
სინამდვილეში საუბარია ორი კრიმინალის გაერთიანებაზე, "ნაცი" ყოველთვის "ნაცი" იქნება - მამუკა მდინარაძე გვარამია-მელიას გაერთიანებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ისინი წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებული "ნაცები" აირან და ასეთებად დარჩებიან".

მდინარაძემ მათ ერთობას, "ორი კრიმინალის გაერთიანება" უწოდა:

"სინამდვილეში საუბარია ორი კრიმინალის გაერთიანებაზე, კრიმინალია გვარამია, კრიმინალია მელია - ისინი არიან მძიმე ცოდვებით დამძიმებულები, მათ შორის თანაშემოქმედები იმ რეჟიმისა, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ერქვა. 

მათ ახლა ჰგონიათ, რომ ისინი შეეცდებიან, "ნაცმოძრაობის“ იმ ელექტორატის გარეთ ე.წ. შუაშისტურ 20%-ში ხმებს კიდევ მოიპოვებენ. წარმოუდგენელია.

"ნაცი" ყოველთვის "ნაცი" იქნება და მათი "განნაცება" იმის გამო, რომ ისინი გადანაცვლდებიან ერთმანეთში, ვერასდროს მოხდება, გამორიცხული ამბავია. ისინი არიან წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებული "ნაცები" და ასეთებად დარჩებიან. ახლა, როგორც არ უნდა გაიშალონ, მერე შეიკრან და ერთმანეთში იბოდიალონ, ვერაფერს ვერ მოახერხებენ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და მოვლენებს სწორად აფასებს", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკური გაერთიანება "ახალი", ოფიციალურად, თვის ბოლოს პარტიის ყრილობაზე დაფუძნდება. იქნება თუ არა "ახალი" პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" ძველი სახეები იქნებიან - ამას ეჭვქვეშ აყენებენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრები.

დღის ამბები