16 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, რომ ზურაბ ადეიშვილი როგორც კრიმინალი, დასეირნობს თავისუფლად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში - თეა წულუკიანი

ზურაბ ადეიშვილის, როგორც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნას, თეა წულუკიანი ეხმაურება.

როგორც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, ვიცე-პრემიერი აცხადებს, კატეგორიულად მიუღებელია, რომ ზურაბ ადეიშვილი როგორც კრიმინალი დასეირნობს თავისუფლად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 

"მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ქართული სასამართლოს მიერ ცნობილი კრიმინალები. მიხეილ სააკაშვილი უკვე იხდის და მოიხდის იმ კანონიერ სასჯელს, რომელიც მას დამოუკიდებელმა ქართულმა სასამართლომ შეუფარდა. შესაბამისად, აქ საუბარი ვერ იქნება ვერანაირ სასჯელის მოხდის პროცესში წყვეტაზე და მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე.

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, როგორც უკვე მრავალჯერ ითქვა, ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, რომ ზურაბ ადეიშვილი როგორც კრიმინალი დასეირნობს თავისუფლად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და რომ მას იფარებს უკრაინის ამჟამინდელი სახელმწიფო, ხელისუფლება და ის დელეგაციების წევრად გვევლინება. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი არგუმენტი იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ ხდება სწორედაც რომ სამართლებრივ სახელმწიფოებში და სტრუქტურებში, რომლის მთავარი ღირებულებაც არის დანაშაულთან ბრძოლა და სამართლებრივი სახელმწიფო, რომ კრიმინალი არის ოფიციალური სტუმრის სტატუსით მაღალი დონის შეხვედრაზე სამუშაო მაგიდასთან. გადმოეცეს საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს," - აცხადებს თეა წულუკიანი.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები