16 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
როგორ შეიძლება აღიქვა კონკურენტად ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე 1 ან 2% მიიღონ - კახა კალაძე გვარამია-მელიას ერთობაზე

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, გვარამი-მელია ვერ იქნებიან მათი კონკურენტები საარჩევნოდ, ვინაიდან მისივე თქმით, ისინი 1 ან 2 პროცენტის მისაღებად იბრძოლებენ. 

"როგორ შეიძლება აღიქვა კონკურენტად ადამიანები და პოლიტიკური პარტია, რომელიც იბრძოლებს იმისთვის, რომ როგორმე 1 ან 2 % მიიღოს. ყველა იმ პოლიტიკოსს, რომლებიც რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, ექნებათ ბარიერის გადალახვის პრობლემა. დღეს შეიძლება აქვთ იმის სურვილი, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს ახლები არიან, მაგრამ მელია ან გვარამია რომელი ახალია. ამ ადამიანებმა საზოგადოებას თავი რადიკალიზმით, ოდიოზურობით და სიბინძრით დაამახსოვრეს. შენი წარსული ხომ არ გამქრალა, ხომ არავის ავიწყდება ეს. თუკი რაიმე ბოროტება ხდებოდა ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში მათი მმართველობის დროს, ისინი იყვნენ ამ ყველაფრის შემოქმედი პირები. დღეს ფერი იცვალეს თუ რა ხდება", - აცხადებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე. 

ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკური გაერთიანება "ახალი", ოფიციალურად, თვის ბოლოს პარტიის ყრილობაზე დაფუძნდება. იქნება თუ არა "ახალი" პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" ძველი სახეები იქნებიან - ამას ეჭვქვეშ აყენებენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრები.

 
დღის ამბები