"მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე. ხუთიანი არის მისი არჩევანი", - ამის შესახებ გიული ალასანიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი შვილი 5 ნომრისგან "არც მარჯვნივ და არც მარცხნივ" არ გადაიხრება:
"მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე. ხუთიანი არის მისი არჩევანი და არავითარი გადახრა, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, მისგან არ იქნება. ეს ყველას საყურადღებოდ. ადამიანებს სააკაშვილის წარწერით აცვიათ მაისურები, დადიან და ატყუებენ ხალხს, რომ ისინი მიშას გვერდით არიან, თუმცა მიშას გვერდით ისინი არ არის. მიშას გვერდით არის ხუთიანი," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.