16 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები და ცალ-ცალკე, პატარ-პატარა, 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურა და პარტია არის დაშლის საბოლოო ფაზაში. ამის შესახებ მან ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკური გაერთიანების შეფასებისას განაცხადა.

ასევე, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ეს ძველი პოლიტიკური ჯგუფია და ახალი არაფერი არ იქნება:

"ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურა და პარტია არის დაშლის საბოლოო ფაზაში, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები, ცალ-ცალკე, პატარ-პატარა, 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ. ახალი არაფერია, ეს არის ძველი პოლიტიკური ჯგუფი, ძველი ღირებულებებითა და იმ ძველი გამოცდილებით, რომლითაც ქვეყანას არაერთი უბედურება მოუტანეს. თქვენ თუ რაიმე ახალს ხედავთ, გვითხარით, მაგრამ მე ძალიან ბევრი ადამიანის აზრი ვიცი და მათი პირველი რეაქციაა, რომ ეს არის ძველი. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ძველი,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები