16 ნოემბერი 2024,   07:56
ვრცლად
ახლა ჯერი ჩვენს ევროპელ კოლეგებზეა, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა სთხოვს, რომ გადმოსცენ დამნაშავეები - მამუკა მდინარაძე

სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ევროპის ქვეყნებში თავისუფლად დასეირნობენ ის ადამიანები, რომელთა მიმართაც უმაღლესი სტანდარტით დადასტურებულია დანაშაულები, რომლებმაც ასევე გაასაჩივრეს სტრასბურგის სასამართლოში და იქაც წააგეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ახლა უკვე ჯერი ევროპელ კოლეგებზეა, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა დამნაშავეების გადმოცემას სთხოვს.

"ახლა უკვე ჯერი ჩვენს ევროპელ კოლეგებზეა, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა დამნაშავეების გადმოცემას სთხოვს. ასევე, ჩვენს მეგობარ უკრაინაზე, რომლის წარმომადგენლები ტყუილებით, ულტიმატუმების ენით ელაპარაკებიან მეგობარ საქართველოს, რომელმაც 600-ზე მეტ დოკუმენტს მოაწერა ხელი, სადაც ჰააგის სასამართლოში რუსეთის გასამართლებაზეც კი იყო საუბარი, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას, რამდენიმე ათეული ათასი უკრაინელი ლტოლვილი არის საქართველოში, სკოლები და ბაღები გავხსენით, სადაც უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სწავლა. ამ ყველაფრის ფონზე მათგან ძალიან ცუდ მესიჯებს წავაწყდით და ეს არის ერთობ უმადური საქციელი", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.



დღის ამბები