საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
"შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე; განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.
ირაკლი კობახიძემ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა ინვესტიციების, ექსპორტის ზრდის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ერთობლივი პროგრამების განხორციელების კუთხით", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
საუბრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.