არასამთავრობო სექტორი ოპოზიციის ნაწილთან ერთად, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნას ისევ ითხოვს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ამ თემაზე ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ პროცესში გადამწყვეტი როლი საერთაშორისო ექსპერტებს უნდა მიენიჭოთ.
ვეტინგთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრები ორად იყოფა - ნაწილი მიიჩნევს, რომ რეფორმის განხორციელება საჭიროა, რადგან ეს ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილია, მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ვეტინგის სისტემა საქართველოში ვერ იმუშავებს.
ვეტინგის სისტემა მიუღებელია უმრავლესობისთვისაც. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ეს კონსტიტუციურ -სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ოპოზიციის მიზანი კი სასამართლოს მიტაცების მცდელობაა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა ყველა ქვეყანაში დამაბალანსებელ შტოს წარმოადგენს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ვეტინგი სასამართლო სისტემის შესარყევად შემოგდებული თემაა.
"ეს ზედმეტად შემოგდებული თემაა იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა შეარყიონ. ვერავინ, ვერცერთხელ ვერ მოიყვანა მაგალითი, როცა არასწორი გადაწყვეტილებაა იქნა მიღებული ან სახელმწიფოს გავლენა იყო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ვერც რეიტინგები შევიდა იმათ თავში, რომ არსებობს საერთაშორისო, კომპეტენტური რეიტინგები, როდესაც ქართული მართლმსაჯულება მოწინავე ადგილებზეა. სხვა ქვეყნებს თუ გადავხედავთ, ალბანეთში საერთოდ 1 მოსამართლე დარჩა.... ვეტინგმა, რომელსაც სათავეში უდგას გარკვეულ პირთა ჯგუფი, რომელსაც უნდა რომ "დაითრიოს" სასამართლო მართლმსაჯულება, ისინი აკეთებენ ყველაფერ ამას," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.