16 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
ახლა კრიტიკული მომენტი დგას, დიდი ისტორიული შეცდომა იქნება პუტინს საშუალება მივცეთ, რომ გაიმარჯვოს - იენს სტოლტენბერგი

ახლა კრიტიკული მომენტი დგას, დიდი ისტორიული შეცდომა იქნება პუტინს საშუალება მივცეთ, რომ გაიმარჯვოს - ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს წევრი ქვეყნები აგრძელებენ მტკიცე სოლიდარობის გამოხატვას მამაცი უკრაინელების მიმართ. 

"სამყარო უფრო საშიში გახდა, მაგრამ ნატო უფრო გაძლიერდა. ჩვენი ბოლო გამოკითხვით, ნატოს საზოგადოების მხარდაჭერა ძალზე ძლიერია. კენჭისყრა დღეს რომ გამართულიყო, მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემდა ნატოს სასარგებლოდ. მაგალითად, შეერთებულ შტატებში მხოლოდ 13% მისცა ხმა ალიანსის წინააღმდეგ. ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტს სჯერა, რომ ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ ერთად მუშაობა ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ნატოს წევრი ქვეყნები აგრძელებენ მტკიცე სოლიდარობის გამოხატვას მამაცი უკრაინელების მიმართ. ალიანსის მასშტაბით, მოსახლეობის ორ მესამედს სურს, რომ ქვეყანამ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ნატოს მოკავშირეები უზრუნველყოფენ მთელი სამხედრო დახმარების 99%-ს. ახლა კრიტიკული მომენტი დგას, დიდი ისტორიული შეცდომა იქნება პუტინს საშუალება მივცეთ, რომ გაიმარჯვოს." - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

 

დღის ამბები