საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ ომი "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო, ეს მათი გაცხადებული პოზიციაა და ასეთ პირობებში გაუგებარია რა უნდა იქნეს გამოძიებული, თუმცა მსჯელობა ყველაფერზე შეიძლება.
მისი თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელის მოწერით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" აღიარა, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები თვითონ დაიწყეს.
"ყველამ ყველაფერი იცის ამ თემასთან დაკავშირებით. ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერა თვითონ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი, სადაც უმძიმესი ჩანაწერებია შეტანილი. მათ შორის, იქ საუბარია იმაზე, რომ სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ. იქ საუბარია იმაზე, რომ შემდეგ რუსეთს ჰქონდა საპასუხო რეაქცია ამასთან დაკავშირებით და ა.შ. ამას ხელი მოაწერა "ნაცმოძრაობამ". თვითონ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მაშინ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ომი - ასეთი ვითარებაა. ერთადერთი, ვინც არ საუბრობს საერთოდ ამ თემაზე, ეს არის "ქართული ოცნება", თორემ სალომე ზურაბიშვილი და "ნაცმოძრაობა" შეთანხმებულები არიან იმასთან დაკავშირებით, რომ ომი დაიწყო "ნაცმოძრაობამ". ეს არის მათი გაცხადებული პოზიცია და ასეთ პირობებში არ ვიცი რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა.
"ხალხის ძალას" აქვს ეს პოზიცია და შეგვიძლია ამასთან დაკავდებით ვიმსჯელოთ, მაგრამ მე მგონია, რომ ხალხ საკუთარი განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს, მათ შორის, იმ დანაშაულის გამო, რომელიც "ნაცმოძრაობამ" ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.