16 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
აღმაშფოთებელია, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ენჯეოები ქართულ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან, ვფიქრობ, დონორების პასუხისმგებლობაა, რომ ფარული დეზინფორმაციული კამპანია გააჩერონ - შალვა პაპუაშვილი

"ის განცხადებები შემაშფოთებელია, რასაც ენჯეობისგან გუშინ და დღეს ვისმენთ. ისინი იყენებენ ტერმინს - "კლანს", რაც მოსამართლეების სტიგმატიზებაა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ენჯეოები ქართულ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან.

მისი თქმით, დონორების პასუხისმგებლობაა, რომ მათი ფული ქართული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრაში იხარჯება.

"მცდელობაა, რომ სასამართლოს დისკრედიტაცია მოხდეს. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ენჯეოები ქართულ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან. ვფიქრობ, დონორების პასუხისმგებლობაა ის, რომ ამ
დღეებში მათი ფული იხარჯება ქართული სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად. მათი პასუხისმგებლობაა, რომ ფარული დეზინფორმაციული კამპანია გააჩერონ. სამწუხაროა, რომ ენჯეოები უკვე იმ დონემდე მივიდნენ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ფულს სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად იყენებენ. მნიშვნელოვანია ამაში დონორები ჩაერიონ, რადგან ეს მათი პასუხისმგებლობაა. ქართველი ხალხის წინააღმდეგ ფულის ხარჯვა ნამდვილად არ არის არც ერთი დონორის უფლება და მნიშვნელოვანია, რომ ისინი თავისი მოქალაქეების ფულს ყურადღებით მოეპყრონ და არ ხარჯონ სხვა ქვეყნებისთვის ძირის გამოსათხრელად," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



დღის ამბები