16 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
ნიკა მელია "ნაციონალურ მოძრაობაზე" - არ შეიძლება გეკითხებოდნენ კეზერაშვილზე და საუბრობდე ხახვზე, კიტრზე და ფასებზე, უხერხულად ჩანს

არ შეიძლება უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში გეკითხებოდნენ დათო კეზერაშვილზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს და ისინი საუბრობდნენ ხახვზე, კიტრზე და ფასებზე, უხერხულად ჩანს - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლამდე მოლაპარაკე თავებში ადამიანებს ვერ ხედავდა, რადგან სადღაც დაწერილი გზავნილებით საუბრობდნენ, რაც აღიზიანებდა.

"რა არ მომწონდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს, როდესაც მე კონკრეტულად ჩემზე ხმა არ მივეცი - ბუნებრიობა არ ჩანდა ხოლმე, რაც მინდა, ნიკასაც უნდა, რომ ჩვენს პარტიაში ადამიანების ეს ბუნებრიობა არ დაიკარგოს. არ შეიძლება ყველა და ყველაფერი მესიჯბოქსში ჩასვა. არ შეიძლება უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში გეკითხებოდნენ პირობითად ვამბობ, დათო კეზერაშვილზე, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს და ისინი საუბრობდნენ ხახვზე, კიტრზე და ფასებზე. უხერხულად ჩანს. 2012 წლამდე, ერთ-ერთი რამ, რაც მაღიზიანებდა, მოლაპარაკე თავებში ადამიანებს ვერ ვხედავდი, იმიტომ, რომ საუბრობდნენ სადღაც დაწერილი გზავნილებით, ერთს ეკითხებოდა ჟურნალისტი და მეორეს პასუხობდა. აქაც ვხედავ პრობლემას, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონტრასტი ხომ უნდა დავანახოთ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები