16 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
თუ თვითონ მოსამართლე ამბობს, რომ შესამოწმებელი ვარ და არ ვიცი, კეთილსინდისიერი ვარ თუ არაო, როგორ უნდა განიხილოს ამ მოსამართლემ საქმე? - გურამ მაჭარაშვილი

5 მოსამართლის მიერ, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნის მხარდაჭერას, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

"ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ აღნიშნული მოსამართლეები "ნაციონალური მოძრაობის" კლანის წევრები" არიან.

"რაც შეეხება აღნიშნული მოსამართლეების გამოყვანას ასპარეზზე, ეს არის გაუგონარი აღიარება იმისა, რომ თვითონ მოსამართლეები ითხოვენ იმას, რომ სასამართლო სისტემაში დაინიშნოს მოსამართლეები უცხოური ძალების მხრიდან. ანუ, თავიანთი თავი, პრაქტიკულად, ამ მოსამართლეებმა ამხილეს. ჯერ ერთი, შენ თავს და შენი თავის კეთილსინდისიერებას შენვე აყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ, შენ მხარეებმა როგორ უნდა დაგიჯერონ? თუ თვითონ მოსამართლე ამბობს, რომ შესამოწმებელი ვარ და მე არ ვიცი, კეთილსინდისიერი ვარ თუ არაო, როგორ უნდა განიხილოს ამ მოსამართლემ საქმე? არც იხილავდნენ, სუბიექტურად იხილავდნენ. ავიღოთ წიკლაურის საქმე. ვიცით, რომ პედოფილიასა და გაუპატიურებაში ბრალდებული, მათ შორის 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული ადამიანები გაათავისუფლეს სასამართლოდან. იგივე ნინო ბაქაქური, რომლის დანიშვნასაც პირდაპირ საელჩოებიდან ითხოვდნენ. ქეთი მესხიშვილი, რომელსაც ჩვენ ვკითხეთ იურიდიულ კომიტეტზე, რომ იყო თუ არა ის სუბიექტური, როდესაც მისი მეუღლე იყო მაღალჩინოსანი "ნაცმოძრაობის" დროს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მან თავი აარიდა ამ კითხვას. ეს არის პირდაპირ ლუსტრირება იმის, რომ პირდაპირ კავშირზე არიან არა მხოლოდ "ნაცმოძრაობასთან", არამედ იმ უცხოურ ძალებთან, რომელთაც უნდათ, რომ ხელში ჩაიგდონ მართლმსაჯულება და, თუ რამე კლანზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს არის ზუსტად ის კლანი, რომელიც მოქმედებს უცხოური ძალების ინტერესების გასატარებლად," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები