16 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
მორალური დანაშაულია, როდესაც მოსამართლე გამოდის და განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა არსებობდეს სახელმწიფო და როგორ უნდა თმობდეს თავის სუვერენიტეტს - გიორგი ვოლსკი

5 მოსამართლის მიერ, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნის მხარდაჭერას, გიორგი ვოლსკი ეხმაურება.  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ მორალური დანაშაულია, როდესაც მოსამართლე გამოდის და განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა არსებობდეს სახელმწიფო. 

"კონკრეტული მოსამართლეები თუკი დაკავშირებული არიან, თავისი პოლიტიკური გემოვნებით, "ნაცმოძრაობასთან", რასაკვირველია, ეს არის ფაქტი, მაგრამ ამ ფაქტის იქით, კიდევ უფრო მძიმე მორალური დანაშაულია, როდესაც მოსამართლე გამოდის და განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა არსებობდეს სახელმწიფო და როგორ უნდა თმობდეს თავის სუვერენიტეტს. თუკი საკუტარი თავები მიაჩნიათ ღირსეულად ამ სფეროში, იმუშაონ ღირსეულად. მე არ მგონია, რომ მოსამართლეებსა და მოსამართლეთა კორპუსს რაიმე აკლდეს ან ცოდნაში ან ინტელექტში თავის კონკრეტულ საქმიანობაში, ვინაიდან, საქართველოს რეიტინგი არის მისაბაძი,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

დღის ამბები