16 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, აზერბაიჯანის დედაქალაქში ბაქოს დეკლარაცია გაფორმდა

სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, აზერბაიჯანის დედაქალაქში ბაქოს დეკლარაცია გაფორმდა.

პოლიტიკური ხასიათის მანიფესტი სამი ქვეყნის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას აერთიანებს. დოკუმენტში ხაზგასმულია კონკრეტული საკითხები, კერძოდ, საუბარია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებლობაზე.

სამმხრივ ფორმატში ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს, რომელმაც შეხვედრების შემდეგ კოლეგებთან, ერთობლივ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

დღის ამბები