16 ნოემბერი 2024,   08:00
ვრცლად
მოსამართლეები, რომლებიც "ვეტინგის" სისტემას მხარს უჭერენ, აცხადებენ, რომ მზად არიან გაიარონ ნებისმიერი შემოწმება კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის კუთხით

9 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლებიც "ვეტინგის" სისტემას მხარს უჭერენ და ამით საკუთარი კეთილსინდისიერების შემოწმებას თანხმდებიან, პოლიტიკური შეფასების თემაა.

თავად მოსამართლეები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან კანონის ფარგლებში გაირონ ნებისმიერი შემოწმება:

"სიმართლე გითხრათ, არ ვიცნობ ვეტინგის პროექტს და ვერც მხარს დავუჭერ და ვერც წინააღმდეგი ვიქნები. რაც შეეხება სხვა ნებისმიერი სახის შემოწმებას კანონიერების ფარგლებში, არანაირი პრობლემა არ არის," - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე კი აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერების გადამოწმება პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან, სწორედ ამიტომ, ის მზად არის გაიროს ნებისმიერი შემოწმება ამ კუთხით:

"კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი ის კრიტერიუმებია, რომლესაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო თანამდებობებზე განწესებისას, არამედ მთელი სამოსამართლო საქმიანობის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული კრიტერიუმების გადამოწმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს მოხდეს. მით უმეტეს დღეს, როდესაც კეთილსინდისიერების გადამოწმება პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან. რა თქმა უნდა, პირადად მე არ შეიძლება რაიმე საწინააღმდეგო მქონდეს. მე მზად ვარ გავიარო აღნიშნული შემოწმება, თუ ამის საჭიროება იქნება,"- აღნიშნავს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე.

დღის ამბები