მმართველი გუნდი ერთ-ერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც "თბილისი პრაიდის" ორგანიზებით, "ვილა მოსავალში" სემინარი მიმდინარეობს.
"ქართულ ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ სემინარზე განიხილავენ, როგორ უნდა გააპროტესტონ მმართველი გუნდის ინიციატივა ფსევდიო-ლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ის კანონპროექტად იქცევა.
"ის საკითხი, რომ პრაიდის წარმომადგენლები იკრიბებიან და აპირებენ რაღაც კონკრეტული გეგმის დასახვას, კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის შეგრძნებას, რომ ეს იყო სწორი ინიციატივა. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან სად გადის ადამიანის უფლებათა ზღვარი, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო იცავს მაქსიმალურად," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.