16 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს - საგარეო უწყება აშშ-მექსიკის საზღვართან საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება კავშირზეა მექსიკის საემიგრაციო სამსახურთან და არკვევს საქართველოს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. 
 
როგორც "რუსთავი 2-ს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, რომლებმაც ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმართეს საელჩოს. 
 
"საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით", – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 
 
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მექსიკის საზღვართან კრიმინალურმა დაჯგუფებამ საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცა, რომლებიც, მექსიკის გავლით, აშშ-ის საზღვართან მისვლას ცდილობდნენ.

დღის ამბები