16 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან - ილჰამ ალიევი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში საქართველოს დელეგაციის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

"საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან," - წერს ილჰამ ალიევი "ტვიტერზე”.

როგორც ალიევი აღნიშნავს, ორი ქვეყნის მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს.

"ჩვენი მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს. საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ გარემოში. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აგებულია ამ ძლიერ ფუნდამენტზე,” – აღნიშნავს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

დღის ამბები