16 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი, ზეპარტიული პრეზიდენტიდან, ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელად გადაიქცა - ბექა ოდიშარია

ხელისუფლება პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება. საუბარია მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოზიცია უქმდება. ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსის დაბლოკვა, მმართველი გუნდის შეფასებით, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიის შემადგენელი ნაწილია.

"სამწუხაროდ, უკანასკნელ ხანებში, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ზეპარტიული პრეზიდენტიდან, გადაიქცა ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელად. მისი ნებისმიერი ინტერვენცია, რომელიც საფუძველს მოკლებულია, ბუნებრივია, არ იქნება ჩვენგან მიღებული და, მით უმეტეს, ვეტოს სახით გამოხატული მისი დემარში, ბუნებრივია, მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული," - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს, ხვალ, იურიდიული კომიტეტი განიხილავს. კენჭისყრაც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შედგება.

დღის ამბები