20 წლის ესპანელი ჩოგბურთელი კარლოს ალკარასი მეექვსეა იმ ტიტულოვან ჩოგბურთელებს შორის, რომელმაც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში "ინდიან უელსის" ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
კალიფორნიაში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე ალკარასმა რუსი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერი, დანიელ მედვედევი დაამარცხა.
პირველ სეტში ტაი-ბრეიკის საჭიროება გახდა, რის გამოც ანგარიში ალკარასის სასარგებლოდ 7-6(5) დამთავრდა, მეორე სეტში კი ესპანელმა მედვედევს შანსი არ დაუტოვა და ის ანგარიშით 6-1 დაამრცხა.