19 აგვისტო 2026,   18:56
ვრცლად
"შვილი რამდენიმე დღეა რეანიმაციაშია, ქალს რძე მოჰქონდა მასთან, რა დროსაც ავარიამ იმსხვერპლა" - რას ამბობენ კლინიკაში ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

ბათუმში, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის, ან უსაფრთოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

40 წლამდე ქალს კლინიკასთან მანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"მისი შვილი რამდენიმე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია, ქალს რძე მოჰქონდა ბავშვთან, საღამოს 9 საათი იქნებოდა" - ამბობენ კლინიკაში. გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

დღის ამბები